კონსერვატორიის დიდ დარბაზში 10 ოქტომბერს 19 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი რუჯერო ლეონკავალოს ოპერაზე "ჯამბაზებზე" წარადგენს.
"ჯამბაზებს" წარუძღვება ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის სოლისტები: ანზორ ხიდაშელი (კანიო), მაყვალა ასპანიძე (ნედა), სულხან გველესიანი (ტონიო), ზაალ ხელაია (სილვიო), თამაზ საგინაძე (პეპე), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი _ ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი _ შალვა შაორშაძე) და სიმფონიური ორკესტრი (კონცერტმაისტერი _ ლელა მჭედლიძე).
ცნობისთვის, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელი იტალიური ვერიზმის შედევრს საკონცერტო შესრულებით მოისმენს.