ენერეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგური არ ეთანხმება ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებეს, თითქოს და საქართველოში ენერგომატარებლებზე საკმაოდ მაღალი ტარიფებია.
როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტის კომიტეტის სხდომაზე ხეთაგურმა განაცხადა, საქართველოში მთელ აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით ელექტროენერგიაზე ყველაზე დაბალი ტარიფია გარდა რუსეთისა, აზერბაიჯანისა და უკრაინისა, სადაც სახელმწიფო დარგის სუბსიდირებას ახდენს.
მინისტრის თქმით, სუბსიდირება კი საქართველოს მთავრობას დარგის განვითარების მიზეზით არასწორად მიაჩნია.