სულ რაღაც 4 დღეში თბილისის საერთაშორისო ფესტივალი სამუშაო პროგრამას დაასრულებს, როგორც ორგანიზატორმა ეკა მაზმიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა ყველა სპექტაკლი ანშლაგით ჩატარდა, თუმცა, მაყურებლის შეფასებები არაორგავროვანი იყო.
„საერთაშორისო პროგრამაში რამდენიმე ძალიან საინტერესო სპექტაკლია, საერთაშორისო სპექტაკლების პროგრამა "NEW" ნაწილი მაყურებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუმცა, ნაწილმა ამ პროგრამის მიმართულებით ძალიან ისიამოვნა. ეს იყო ის შემთხვევა, როცა ჩვენ უკვე სამომავლო პროგრამებში ზუსტ გათვლებს გავაკეთებთ", - აღნიშნავს ორგანიზატორი.
შეგახსენებთ, რომ თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს ჯონ მალკოვიჩის სპექტაკლით გაიხსნა. მსოფლიო მეგავარსკვლავის, ჯონ მალკოვიჩის რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაში ქართველმა მაყურებელმა საშუალოდ შეაფასა.
„ის რომ მალკოვიჩმა სცენაზე დაისვენა მე ამას ვერ დავეთანხმები, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. მე ვფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სპექტაკლია თავისი სტრუქტურით.
მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც ამხელა მეგავარსკვლავი თამაშობდა სპექტაკლში, რომელიც თბილისის თეატრალურ ფესტიალზე იყო წარდგენილი, ეს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" ფესტივალის ორგანიზატორმა ეკა მაზმიშვილმა.