2012 წლიდან ქვეყანაში 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება. როგორც დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, 2012 წლიდან 15 ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობა დაიწყება და ჯამში მათი დადგმული სიმძლავრე 2000 მგვტ-ზე მეტი იქნება.
ხეთაგურის თქმით, 2012 წელს დასაწყები პროექტების საინვესტიციო ღირებულება 3,5 მლრდ. დოლარზე მეტი იქნება. როგორც ცნობილია, მომდევნო წლიდან ნესკრაჰესისა და ხუდონჰესის პროექტების განხორციელება უნდა დაიწყოს.
მინისტრმა განმარტა, რომ 2011 წელს ქვეყანაში 10 ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 1 მლრდ. 500 მლნ. კვტ/სთ იქნება, რაც 300 მგვტ-ზე მეტია.
ხეთაგურის განმარტებით, ათივე ჰიდროელეტქროსაგურის მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1200 ადამიანზე მეტია. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ფარავანჰესის, ლუხუმჰესის, მტკვარიჰესის, ლარსიჰესის, ხადორის, შილდაჰესის, გუბაზეულის, ბახვიჰესი 2-სა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰესის მშენებლობა.