საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა სტატისტიკური (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევის III კვარტლის საველე სამუშაოები დაიწყო.
საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სა¬წარ¬მო, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა ხორციელდება შერჩევით (სულ დაახლოებით 8500 საწარმო). გამოკვლევის შედეგად მიიღება შემდეგი მაჩვენებლები: ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება, დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალოთვიური ხელფასი, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია და სხვა.
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა საწარმო, რომელსაც ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობა აქვს არარეზიდენტებთან. აღნიშნული გამოკვლევის შედეგად მიიღება ინფორმაცია 2011 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ.