ცხრა თვეში აჭარის მთავრობამ 12 მლნ. 548 ათას 989 ლარის ობიექტები გაასხვისა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში სულ გასხვისებულია 76 ობიექტი, საიდანაც 26 ობიექტი უპირობო აუქციონზე, 14 პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. 20 ობიექტის გასხვისება კი პირდაპირი მიყიდვის ფორმით განხორციელდა. ხოლო დარჩენი 16 ობიექტი კი - მანქანები, ჯართი, მილსადენები და ტილოზე ნახატი იყო.
ცხრა თვეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ყველაძე ძვირად, 479 ათას ლარად, ბათუმში, გორგილაძის ქ. #9-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართები და გორგილაძის ქ. #11-ში განთავსებული ფართი და მათზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი გაყიდა, რომლის მფლობელიც კომპანია "ბათმშენი 2007~ გახდა.