ბათუმში ჩინური სახლის აშენება იგეგმება, რომელსაც მუზეუმის დატვირთვა ექნება. ჩინური სახლი აჭარაში ჩინური მხარის დაფინანსებით აიგება და მასში აჭარაში მოღვაწე ცნობილი ჩინელი მეჩაიეს ლაო ჯონ ჯაოს პირადი ნივთები და ჩინური ყოფის ამსახველი ნივთები გამოიფინება.
ბათუმში ჩინური სახლის აშენების შესახებ გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჩენ ძიენფუს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძესთან შეხვედრისას გადაწყდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. დაიგეგმა სტუდენტთა სტაჟირება და ლექტორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები ჩინეთში. როგორც გია აბულაძემ აღნიშნა მოსახლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა, მალე ჩინური ენის სწავლების კურსებიც ამოქმედდეს.