დღეს, 5 ოქტომბერს, ახალი ბრენდის, სასმელი წყლის, "სამეფოს" პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და შპს წყალი "სამეფოს" შორის საფუძველი ჩაეყარა ახალ საქველმოქმედო პროექტს. "სამეფოს" თითოეული გაყიდული ბოთლიდან 2 თეთრი გადაერიცხება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, შემოწირულობის სახით, საქველმოქმედო პროექტების განსახორციელებლად.
პრეზენტაცია გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, სოფელი კარალეთის ტერიტორიაზე (ნაჭარმაგევი), 13:00 საათზე გაიმართება.