დღეს, 29 სექტემბერს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციას ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამერთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
დელეგაციას ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევგენი სერებრენიკოვი უხელმძღვანელებს.
მათი ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია 30 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში გამართავს შეხვედრებს და ოს სეპარატისტებთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას მიმოიხილავს.