სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" კიდევ ერთი სამხედრო ქალაქი გაიხსნა. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს სამხედრო ქალაქი რიგით მეათეა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა დააარსეს.
"სამხედრო ქალაქი გალის რაიონის სოფელ თაგილონში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ეს მეათე სამხედრო ქალაქია. დაკავებული ვართ რა ქართულ-აფხაზური საზღვრის კეთილმოწყობით ჩვენ მის უსაფრთხოებას ვიცავთ", _ განაცხადა სამხედრო ქალაის გახსნაზე რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხრეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ნიკოლაი ლისინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხედრო ქალაები გახსნილი აქვს: გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში, და ასევე სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ რამდენიმე ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.