ცხინვალში ჩასული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ოს სეპარატისტთა ლიდერის, ე.წ. რწმუნებულს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელევბს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე პირველად ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდომარის სტატუსით იმყოფებოდა ფილიპ ლეფორი.
"ბორის ჩოჩიევმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ მასთან როგორც ევროკავშირის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარესთან ისე ითანამშრომლებს და არა არა როგორც ევროკავშირის წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში", _ იუწყება ოსური მხარე.
შეგახსნებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-17 რაუნდი მიმდინარე წლის 3-4 ოქტომბერს გაიმართება.