საქართველოს საფრანგეთის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ. როგორც სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენს” საქართველოს ტურიზმის ასოციაციიდან აცნობეს, საქართველოში მათი ორგანიზებით, საფრანგეთის 10 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
პროექტის ფარგლებში სტუმრები დაათვალიერებენ თბილისს, ეწვევიან მცხეთას, გორს, ანანურს, კახეთის რეგიონს, გაიმართება დეგუსტაციები ღვინის ქარხნებში.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა, რეგიონების პოპულარიზაცია, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.
ვიზიტის ბოლო დღეს 29 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი-პალასში” გაიმართება ქართული ტურისტული კომპანიების პრეზენტაციები.
შეხვედრაზე მოწვეულია ტურიზმის ეროვნული სააგენტოთ თავმჯდომარე- მაია სიდამონიძე, საფრანგეთის ბიზნესსაბჭო საქართველოში პრეზიდენტი- ანტუან ბარდონი, შატო მუხრანის გენერალური დირექტორი პიტერ სვიეტიჩინი და აღმასრულებელი დირექტორი ჯაკ ფლორი, უკრაინის ავიახაზების წარმომადგენლები.
Fრანგული ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები, 28 სეტემბერს ეწვევიან კახეთის რეგიონს, სადაც მათთვის დაგეგმილია სპეციალური ტური, ღვინის დეგუსტაციებით, ხოლო 29 სექტემბერს, სპეციალური ტური ანანურის მიმართულებით, შატო მუხრანში სტუმრობა და ღვინის დეგუსტაცია.
პროქტის პარტნიორია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები, რომელიც აწარმოებს სტუმრების ავია გადაყვანას, საქართველოში პროექტის შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი ტურისტული კომპანიები: Georgian Turi, GR Travel, Promethea Voyages, Your Travel, Georgian Travel.
მასალის გამოყენების პირობები