აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას "Sea Trade", რომელიც 27-29 სექტემბერს ჰამბურგში იმართება. კონფერენციაზე ასზე მეტი ქვეყანისა და მსხვილი საკრუიზო კომპანიის წარმომადგენლები ევროპის ტურიზმის სტრატეგიასა და პორტების განვითარების მიმართულებებზე იმსჯელებენ.
გარდა ამისა, მთავრობის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს საკრუიზო კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც მარშრუტებში ბათუმის ჩართვის საკითხის განიხილავენ.
ასევე, მოლაპარაკებები შედგება "Royal Caribbean"-ისა და "Land Design"-ის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც აჭარის მთავრობას თანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს. "Royal Caribbean" მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკრუიზო კომპანიაა. იგი ბათუმში მსხვილი სამგზავრო ხომალდების რეგულარული მიმოსვლის საკითხზე მუშაობს, ხოლო მისმა პარტნიორმა "Land Design"-მა კი, ბათუმის პორტის განვითარების პროექტი უნდა წარმოადგინოს.