რუსეთის ფინანსურ ბირჟებზე ვარდნაა. როგორც ექსპერტები გასულ დღეებში ვარაუდობდნენ ეს პროცესი რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებას უკავშირდება.
დღესაც გაგრძელდა გასულ პარასკევს დაწყებული ტენდენცია, როდესაც რუსული აქციების კოტირება 2008 წლის კრიზისის დონემდე დაეცა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ბირჟებზე არსებულ მდგომარეობაზე გავლენა ვლადიმერ პუტინის მომავალ პრეზიდენტობასთან ერთად ქვეყნის ფინანსთა მინისტრის იგორ კუდრუნის განცხადებამაც იქონია, რომელიც მომავალი პრემიერის - დიმიტრი მედვედევის მთავრობაში საქმიანობას არ აპირებს.
გასულ კვირას რუსულმა ინდექსებმა საშუალოდ 11% და 14 % დაკარგეს. ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ ამის მიზეზი მსოფლიო ეკონომიკაში მოსალოდნელი რეცესიაცაა - ევროპის ვალების ზრდა და ნავთობზე ფასების დაცემა.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტი ფონდი აცხადებდა, რომ ნავთობზე ფასის 60-70 აშშ დოლარამდე დაცემის შემთხევაში რუსეთის ეკონომიკის მშპ 1.5%-ით დაეცემა.
მინისტრი კუდრინი კი მოვლენების სწორედ ასეთ განვითარებას ვარაუდობს და მიიჩნევს, რომ უახლოეს 2 წელიწადში ნავთობზე ფასი 60 დოლარამდე დაეცემა.
რიგი ექსპერტებისა მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად რამდენად მისაღებია პილიტიკური თვალსაზრისით პუტინის გაპრეზიდენტება, ეს ბერად უკეთესი მოვლენაა ვიდრე გაურკვევლობა, "რომელიშიც ქვეყანა ამ დრომდე ცხოვრობდა". მათი ვარაუდით გარკვეული პერიოდის შემდეგ „რუსეთის ფინანსური ბაზარი გამყარდება".
ამ შემთხვევაში პრობლემას ქმნის პუტინის განცხადება, რომ ახალი მთავრობა რადიკალურად შეიცვლება.
პუტინის პრესმდივნის განცხადებით, ახალ მთავრობაში უნდა გამოჩნდნენ ახალი სახეები და არ მოხდება მხოლოდ კადრების გადაადგილება.
მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრი კუდრინი ნებისმიერ შემთხვევაში იმუშავებს ვლადიმერ პუტინის გუნდში.