პოლონეთის სატყეო კვლევითმა ინსტიტუტმა აგრარულ უნივერსიტეტს 50 ათასი დოლარის ღირებულების აპარატურა გადასცა. აგრარულ უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ პოლონელ კოლეგას უმასპინძლა. პოლონეთის სატყეო კვლევითმა ინსტიტუტმა აგრარულ უნივერსიტეტს თანამედროვე აპარატურა საჩუქრად გადასცა. ტექნიკა საქართველოში სატყეო მონიტორინგის სისტემის შექმნას შეუწყობს ხელს.
პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით, პოლონეთისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტები სატყეო სექტორში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას პოლონეთში გაივლიან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით სატყეო სექტორში. პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, რომლის ფარგლებში ჩვენს გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გავუზიარებთ"- განაცხადა პოლონეთის სატყეო კვლევითი ინსტიტუტის რექტორმა პიოტრ ზაჟაკოვსკიმ.