ბათუმს ესპანელი ბიზნესმენები ესტუმრებიან. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, რეგიონში სტუმრად იმყოფებოდა ესპანეთის ქალაქ მარბელლას ბიზნესმენეთა და პროფესიონალთა ასოციაციის 3 კაციანი დელეგაცია.
ესპანელი ბიზნესმენები აჭარის რეგიონში საინვესტიციო გარემოსა და ტენდეციების შესახებ ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავებაზე და ბიზნესს ტურების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები