ჩრდილო კავკასიის განვითარების პროგრამის ღირებულება 2025 წლამდე 5,5 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს. რუსეთის რეგიონების განვითარების მინისტრის მოადგილის სერგეი ვერეშიაგინის თქმით, ჩრდილო კავკასიის განვითარების პროგრამის დაფინანსება იგივე დარჩა 2,6 ტრილიონ რუბლზე ცოტა მეტი, თუმცა ამას დაემატა არასაბიუჯეტო ინვესტორები და სმეტა გაიზარდა.
სახელმწიფო პროგრამის სმეტიდან გამომდინარე ირკვევა, რომ არასაბიუჯეტო თანხის ნაწილის ყველაზე მეტი სტავროპოლის მიმართულებით წავა - 501, 7 მილიარდი რუბლი, საბიუჯეტო - 265 მილიარდი. მეორე ადგილზე დაღესტანია - 414 მილიარდი რუბლით, მესამეზე კი ინგუშეთი - ჯერ ჯერობით 1 მილიარდზე ნაკლები თანხით.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის ფედერალური ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ალექსანდრე ხლოპონინმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ უნდა შეგროვდეს მსხვილი კომპანიების სტრატეგიები და უნდა მოხდეს "თავმოყრა იმ ინვესტიციებისა, რომლებიც კავკასიაში არსებულ პროექტებში ჩაიდება".