ქართველი მოჭიდავეები თურქეთიდან სამი მედლითა და ოთხი ოლიმპიური ლიცენზიით დაბრუნდნენ. სტამბულში დასრულებულ ჩემპიონატზე შეჯიბრებაში სამმა ქართველმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურებიც მიიღეს.
მეოთხე ოლიმპიური ლიცენზია სტამბულის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გასულმა მალხაზ ზაქუამ დაიმსახურა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოჭიდავე დავით მარსაგიშვილმა, დავით ხუციშვილმა და დავით მოძმანაშვილმა დაიმსახურეს.
საერთო გუდურ ჩართვაში ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავეს.