გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 56 წლიანი უწყლობის შემდეგ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, სოფელ გურჯაანის ნაწილის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის სულ 207 000 ლარი გაიხარჯა.
`აქედან, 40 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 167 000 ლარი სპეციალური ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. მოეწყო ჭაბურღილი, სათავე ნაგებობა და მთლიანად განახლდა სოფელში სასმელი წყლის მიწოდების სისტემა. პროექტის შედეგად სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ათასამდე ოჯახი. მოსახლეობის ნაწილი წყალს 24 საათის განმავლობაში იღებს, ნაწილი კი დღეში 8 საათი~, - განაცხადა გურჯაანის გამგებელმა.