საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბში, მსოფლიოს თასზე, მორიგი მარცხი განიცადა. "ბორჯღალოსნები" მეორე ტურის შეხვედრაში ინგლისელებთან დამარცხდნენ, ანგარიშით 10:41. შოტლანდიასთან გამართული თამაშისგან განსხვავებით, ამჯერად "ბორჯღალოსნები" შეტევაშიც კარგად თამაშობდნენ, თუმცა დაშვებული შეცდომების გამო დაწინაურება ვერ მოახერხეს. საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი ლელო ბასილაიამ დადო. ჯარიმითა და გარდასახვით გამოირჩა მერაბ კვირიკაშვილი.
რიჩი დიქსონმა ინგლისთან შემდეგი მორაგბეები ათამაშა: გიგაური, თოდუა, ზიბზიბაძე, კაჭარავა, მაჩხანელი, აბუსერიძე, კვირიკაშვილი, სუთიაშვილი, ბასილაია, გორგოძე, ზედგინიძე, მაისურაძე, ხინჩაგაშვილი, ბრეგვაძე და ქუბრიაშვილი. შეცვლაზე 7 მორაგბე შევიდა: ჩხაიძე, შველიძე, ზირაქაშვილი, სამხარაძე, დათუნაშვილი, ხმალაძე და ბერიშვილი.
შემდეგ შეხვედრას ბორჯღალოსნები 28 სექტემბერს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.