დღეს, 18 სექტემბერს, მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შეხვედრაზე, ახალ ზელანდიაში, ქალაქ დანიდინში, თბილისის დროით 10:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისის გუნდს დაუპირისპირდება.
ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა 14 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და 6-15 დამარცხდნენ.
16 სექტემბერს მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ დიქსონმა პრესკონფერენცია გამართა და 22- კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები ინგლისთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია, 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპიტანი), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. თედო ზიბზიბაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი, 15. რევაზ გიგაური. სათადარიგოები: 16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. გივი ბერიშვილი, 22. ლაშა ხმალაძე. არ ითამაშებენ ვიქტორ კოლელიშვილი, გოდერძი შველიძე, გიორგი ნემსაძე, ლაშა მალაღურაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ლექსო გუგავა, მალხაზ ურჯუკაშვილი, ვასილ კაკოვინი.