სახელმწიფომ ე. წ. "არამიანცის კომპლექსში" შემავალი კიდევ ერთი აქტივი გაასხვისა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "კატასტროფის მედიცინის ცენტრის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მფლობელი შპს. "შპს კატასტროფის, კრიტიკული მდგომარეობისა და განსაკუთრებული სიტუაციების სასწრაფო სამედიცინო დახმარება" გახდა. მან კლინიკა ელეტრონულ აუქციონზე 440000 ლარად შეიძინა. ობიექტის საწყისი ღირებულება კი 430 ათასი ლარი იყო.
შპს. "შპს კატასტროფის, კრიტიკული მდგომარეობისა და განსაკუთრებული სიტუაციების სასწრაფო სამედიცინო დახმარების" მფლობელები არიან გიორგი ციცვიძე (50%), ლევან ქორიძე (40%) თეიმურაზ ქორიძე (10%).
"კატასტროფის მედიცინის ცენტრის" საწესდებო კაპიტალი 880 ათას 833 ლარია. ცენტრს 78626.12 ლარის დებიტორული და 93306.86 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ე. წ. არამიანცის კომპლექსში შემავალი 16 საავადმყოფო რამდენიმე თვის წინ უკვე გაასხვისა.