"საქსაშენგეოლოგიის" მფლობელი ფიზიკური პირი თეიმურაზ ფერაძე გახდა. ინვესტორმა შპს "საქსაშენგეოლოგის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე 8000 ლარად შეიძინა. ობიექტის საწყისი ღირებულება კი 7 ათას ლარად იყო განსაზღვრული.
თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №34-ში მდებარე "საქსაშენგეოლოგიის" საწესდებო კაპიტალი 2265 ლარია და მას 6744 ლარის დებიტორული და 6518 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.