საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრები ახალ ზელანდიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრაში შოტლანდიასთან 6:15 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თამაშში არცერთი ლელო არ დადებულა. ანგარიში 16 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კვირიკაშვილის ჯარიმით გახსნეს. პარკსმა 23-ე წუთზე გაათანაბრა. მანვე ჯარიმით 33 -ე წუთზე წინ გაიყვანა შოტლანდიელები, 33 წუთზე კი არეკნით ანგარიში 9:3 გახადა. პარკსმა ჯარიმა 70 წუთზეც გამოიყენა, რასაც ჯარიმითვე მერაბ კვირიკაშვილმა უპასუხა. ბოლო ჯარიმა 75-ე წუთზე გაიტანა პარკსმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რიჩა დიქსონმა შოტლანდიასთან თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: გიგაური, თოდუა, ზიბზიბაძე, კაჭარავა, მაჩხანელი, აბუსერიძე, კვირიკაშვილი, სუთიაშვილი, ბასილაია, გორგოძე, დათუნაშვილი, მაისურაძე, ხინჩაგაშვილი, ბრეგვაძე, ზირაქაშვილი.
შეცვლაზე შემდეგი რაგბისტები შევიდნენ: ურჯუკაშვილი, ჩხაიძე, გიორგაძე, ქუბრიაშვილი, კოლელიშვილი.
შემდეგ შეხვედრას საქართველო 18 სექტემბერს ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.