Euro Millions-ის ლატარეაში, საფრანგეთის მაცხოვრებელმა რეკორდული რაოდენობის თანხა მოიგო. Francaise des Jeux-ის ინფორმაციით, მან ლატარეაში 162 მლნ. ევროზე მეტი მოიგო. თუმცა ამ დრომდე გათამაშების გამარჯვებული არ გამოჩენილა. მას კიდევ ორი თვე აქვს იმისათვის, რომ ლატარეის კომპანიას გამარჯვებული ბილეთი წარუდგინოს და მოგებული ფულიც მიიღოს. მოგებული ბილეთის პატრონი, რომელიც ნორმანდიაში ცხოვრობს, საფრანგეთში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებს შორის უკვე 250-ე ადგილს იკავებს.