ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმროში „თბილისი მარიოტი" კონფერენცია "მაღალი ტექნოლოგიები ჰიდროელექტროსადგურის პროექტებისათვის" მიმდინარეობს.
ღონისძიებას სამშენებლო სექტორში დასაქმებული კომპანიები და ინვესტორები ესწრებიან, რომლებიც საქართველოში ჰესების მშენებლობას უკვე ახორციელებენ. მათ შორის Georgian Urban Energy-ს, Clean Energy Invest-ს, ასევე გერმანული კონცერნის „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" და სამშენებლო კომპანიის „გზა" წარმომადგენლები. კონფერენცია ენერეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი გახსნა.
კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციის მიზანია სამშენებლო სექტორსა და ინვესტორებს შორის ურთიერთობის დამყარება და სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
მასალის გამოყენების პირობები