რაგბიში მსოფლიო თასზე დღეს საქართველო პირველ შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს თბილისის დროით 11:30 წუთზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ახალი ზელანდიის ქალაქ ინვერქარგილში, "რაგბი პარკის" სტადიონზე გაიმართება. შოტლანდიის ნაკრებს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და მათ რუმინეთი დაამარცხეს ანგარიშით 34-24.
საქართველოს ნაკრები: 15. რევაზ გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედი ზიბზიბაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა ხმალაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
შოტლანდიის ნაკრები: 15. რორი ლამონტი, 14. მაქს ევანსი, 13. ნიკ დელუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლუსონი; 1. ალენ იაკობსენი, 2. სქოთ ლოუსონჯი, 3. იუენ მარი, 4. ნეითან ჰაინსი, 5. ჯიმ ჰემილტონი, 6. ელი სთროქოში, 7. როს რენი, 8. ქელი ბრაუნი.
სათადარიგოები: 16. როს ფორდი, 17. ჯეფ როსი, 18. ალესდერ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი, 20. რიჩი ვერნონი, 21. ქრის ქაზიტერი, 22. ქრის პატერსონი.
მწვრთნელი: ენდი რობინსონი
ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ამ დროისთვის შემდეგია:
1. შოტლანდია 1 1 0 0 34-24 5
2. ინგლისი 1 1 0 0 13-9 4
3. არგენტინა 1 0 0 0 1 9-13 1
4. საქართველო 0 0 0 0 0-0 0
5. რუმინეთი 1 0 0 1 24-34 0