დღეს, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, შემოსავლების სამსახური საპილოტე პროექტ "ალტერნატიული აუდიტის" მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
პროექტის მეორე ეტაპზე აუდიტორული კომპანიების რაოდენობა ოცამდე გაიზარდა. ასევე, შერჩეულია 32 ორგანიზაცია რომელთაც ჩაუტარდებათ აუდიტი.
პრესკონფერენციას დაესწრებიან უკვე შერჩეული ორგანიზაციებისა და კერძო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები.
პროექტი "ალტერნატიული აუდიტი" მეწარმეს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს, ვინ შეამოწმებს - შემოსავლების სამსახური თუ კერძო აუდიტორულ თუ საკონსულტაციო კომპანია.