საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პორტუგალიას 3,98 მლრდ. ევრო გამოუყო, ამის შესახებ გადაწყვეტილება სსფ-ს აღმასრულებელმა საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც საბჭომ განიხილა თუ როგორ ასრულებდა ქვეყანა დანაპირებს. აღნიშნული თანხა არის 27 მლრდ. ევროს ნაწილი, რომლის გამოყოფასაც სსფ პორტუგალიას ჯერ კიდევ მაისში დაპირდა. პორტუგალია ევროკავშირის დაპირებისამებრ მიიღებს ასევე 78 მლრდ. ევროს სამი წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება 2011 წლის აპრილში სთხოვა.