მენეჯმენტ კონსალტინგის ბაზრის ლიდერმა კომპანიამ PMCG-მ საქართველოში შაქრის გადამამუშავებელ ერთადერთ საწარმო შპს "აგარის შაქრის კომპანიაში სურსათის უვნებლობის სისტემის - HACCPდანერგვა დაასრულა.
PMCG-ის საერთაშორისო აუდიტორ-კონსულტანტებმა აგარის შაქრის საწარმოს კონსულტაციები გაუწიეს სურსათის უვნებლობის სისტემებთან (HACCP) დაკავშირებით. კომპანიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მომზადდა სურსათის უვნებლობის ჯგუფი. "აგარის შაქრის კომპანიაში" დაინერგა სურსათის უვნებლობის სისტემები;
შპს "აგარის შაქრის კომპანია" დაარსდა 2010 წელს, თავად ქარხანამ ფუნქიონირება დაიწყო 1932 წელს. ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი. იგი არის შაქრის გადამამუშავებელი ერთადერთი საწარმო საქართველოში და აწარმოებს მოქმედი სტანდარტების შესაბამის თეთრ შაქარს, საწარმო სერთიფიცირებულია ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით ISO 9001.