ქობულეთში ასაშენებელი სასტუმროს ინვესტორი, ხვალ, 13 სექტემბერს გამოვლინდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,
2015 წლის ბოლომდე ქობულეთში ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება.
ინვესტორის მოსაძიებლად, აჭარის მთავრობა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩა №215-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 655 ათასი ლარია და აუქციონი 13 სექტემბერსაა დანიშნული.
სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორი ვალდებულია პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 48 თვის ვადაში პრივატიზირებული ქონების ნაცვლად, ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს სასტუმრო კომპლექსი არანაკლებ 40 სასტუმრო ნომრით.