ხვალ, 10 სექტემბერს, თბილისის დროით 16:30 საათზე, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ფინეთს დაუპირისპირდება. ამ დროისთვის საქართველო და ფინეთი არც ერთი გამარჯვებითა და 3-3 მარცხით ჯგუფში მე-5 მე-6 ადგილებს იყოფენ. საქართველოს ნაკრებს ზაზა ფაჩულიას გარდა, გუნდის მთავარი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეც დააკლდება, ტრავმის გამო. ამ დროისთვის F ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:
1. რუსეთი 3 3 0 209:182 6
2. მაკედონია 3 3 0 209:191 6
3. საბერძნეთი 3 2 1 208:193 5
4. სლოვენია 3 1 2 211:209 4
5. საქართველო 3 0 3 196:217 3
6. ფინეთი 3 0 3 191:232 3
საქართველოს 1/4 ფინალში გასვლის თეორიული შანსი აქვს დარჩენილი. საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ ორივე თამაშში თუ გამარჯვება მოიპოვა, "ჯვაროსნები", შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.