რაგბიში 2011 წლის მსოფლიოს თასის გახსნით მატჩში მასპინძლებმა - ახალი ზელანდიელებმა ტონგა 41:10 დაამარცხეს.
ოკლენდში, "ედენ პარკის" სტადიონზე პირველი ლელო მსოფლიო ჩემპიონატის უმთავრესმა ფავორიტებმა, ზელანდიელებმა დადეს. ისრაელ დაგმა და რიჩარდ კაჰუიმ ორ-ორჯერ დადეს ლელო, თითო-თითჯერ კი ჯერომ კაინომ და მა'ნონუმაც დადეს. ერთადერთი ჯარიმა დანიელ კარტერმა გამოიყენა. მანვე შეასრულა სამი გარდასახვა, ერთი გარდასახვა კოლინ სლეიდის ანგარიშზეა. ტონგელთა მხრიდან ლელოთი თავი ალისონა ტაუმოლოლომ გამოიჩინა. კურტ მაროტმა ჯარიმა გაიტანა, გარდასახვა ზუსტად მორატმა შეასრულა.
"ოლ ბლექსი" მთელი მატჩის პერიოდში დომინირებდა, რაც საბოლოო ანგარიშზედაც აისახა.