სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების სამი წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავენ.
"სამი წლის განმავლობაში ჩვენსა და რუსეთს შორის უკვე გაფორმებულია 50 ხელშეკრულებაზე მეტი", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია და აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროების ყოფნა აფხაზეთში, მიუხედავად კრიტიკისა, "რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს".
"რუსეთის სახით ჩვენ სამართლიანი და ერგული მოკავშირე შევიძინეთ",_ აცხადებს ღვინჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 9 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ორი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან სერგეი შამბასთან და მურატ ჯიოევთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.