თბილისის საცხოვრებლებ კორპუსებში წყლის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება მიმდინარე თვიდან დაიწყება.
როგორც კომპანია ჰელმუთ ვაიდელმა საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ჟურნალისტებისთვის ბათუმში გამართულ სემინარზე განაცხადა, მოსამზადებელი სამუშაობი უკვე დასრულებულია.
მისივე ინფორმაციით, უკვე მოხდა 25 ათასი მრიცხველის დამონტაჟება.
„როგორც ცნობილია, გამრიცხველიანების 4-წლიანი პროექტი მრიცხველების კერძო სახლებში დამონტაჟებით დაიწყო. რაც შეეხება საცხოვრებელ კორპუსებს, მომსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და პროცესს სექტემბრის თვიდანვე შევუდგებით", - განმარტა მან.
ამასთან, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თქმით, 2011 წლის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალსადენისა და წყალანირების 54 კმ. ქსელებს, ხოლოდ 2012 წელს იგეგმება 80 კმ. სიგრძის ქსელების შეკეთება.