საქართველოს ტურისტულ ქალაქებში საზოგადოებრივ ტუალეტებს „ჩადგამენ".
ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ დღეს, საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ჟურნალისტებისთვის ბათუმში გამართულ სემინარზე, კომპანიის სამომავლო გეგმების პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია ტურისტულ ქალაქებში სულ 50-მდე საზოგადოებრივი ტუალეტის ამოქმედება, რაც დაახლოებით 2 მილიონამდე ლარი დაჯდება.
„საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა არის სერიოზული პრობლემა და ეს გარკვეულწილად ხდება თავად ტურისტების მოთხოვნის გათვალისწინებით", - აღნიშნა კვაშილავამ.
მასალის გამოყენების პირობები