ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ გაბელიამ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან საქართველოს ნაკრების ესპანეთში ჩატარებული მატჩის შემდეგ მიიღო.
მან ფეხბურთის თანადგომისა და ქომაგობისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაზე საქართველომ სტუმრად ხორვატიას მოუგო, შემდეგი შეხვედრები კი ესპანეთთან 2:7 და 0:2 დათმო.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინვას ინფორმაციით, ახალი მწვრთნელის ვინაობა დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.