რუსეთის პრემიერლიგის გინდა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" სამი ქართველი ფეხბურთელი - ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა და გოჩა ხოჯავა მოკვეთეს. რუსული მედიის ინფორმაციით, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნულ ფეხბურთელებს ძირითად შემადგნელობასთან ვარჯიში აუკრძალა. ამ დროისთვის უცნობია თუ რატომ გადაიყვანეს ქართველი ფეხბურთელები მეორე გუნდში. გასულ ტურში "ვოლგამ" გროზნოს "ტერეკთან" ჩაატარა, სადაც გოგიტა გოგუამა და გოჩა ხოჯავამ გოლები გაიტანეს. მიმდინარე სეზონში გოგუამ "ვოლგაში" 13 მატჩი ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო, ხოჯავამ თორმეტ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო სალუქვაძემ 15 შეხვედრა ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები