დღეს, ახალ ზელანდიაში რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშება იწყება, სადაც საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებიც მონაწილეობს. ჩემპიონატის გახსნით მატჩში ახალი ზელანდია და ტონგა დაუპირისპირდებიან. "ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას 14 სექტემბერს, შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ზელანდიაში შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
I ხაზი: გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
II ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკერენი) გიორგი ნემსაძე (ვალანსი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).
III ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გიორგი ჩხაიძე (ლელო), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), მერაბ კვირკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (უგუნდო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა); ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).
საქართველოს ნაკრების ჯგუფში შოტლანდიის გარდა ინგლისი, არგენტინა და რუმინეთი არიან.