საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მაკედონიასთან დაძაბულ ბრძოლაში 2-ქულიანი სხვაობით, 63:65 დამარცხდა. გადამწყვეტი 2 ქულიანი ბურთი მატჩის დასრულებამდე, მაკედონიის ლიდერმა მაკქელებმა 16 წამით ადრე ჩააგდო.
გადამწყვეტ ქულამდე ანგარიში 63:63 იყო. ქართველ სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე არც ერთი გამარჯვება არა აქვთ, მარცხი კი - 3.
საქართველოს ნაკრებიდან დღევანდელ მატჩში ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (20 ქულა, 10 მოხსნა). 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა სანიკიძემ.
მაკედონიელთა მხრიდან მაკქელები იყო საუკეთესო. მან 27 ქულა მოაგროვა. მაკედონიის ნაკრების დანარჩენ კალათბურთელებს კი 10-10 ქულაც არ მოუგროვებიათ. შემდეგ შეხვედრას 10 სექტემბერს საქართველო ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.