საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას გამართავს. "ჯვაროსნები" მაკედონიას შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. კოკოშკოვის გუნდს ფაჩულიას გარეშე მოუწევს თამაში. ფაჩულიამ ბულგარეთთან მატჩში მყესები დაიზიანა და ერთი თვე ვერ ითამაშებს.
მაკედონია C ჯგუფის გამარჯვებულია. ამ დროისთვის საქართველოს 2 მარცხი აქვს გადაყოლილი მეორე ეტაპზე.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ჯგუფიდან გასული გუნდების ურთიერთშეხვედრებში მოგროვებული ქულები მეორე ეტაპზეც გადადის. მეორე ჯგუფური ეტაპის F ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ამ დროისთვის შემდეგია:
F ჯგუფი
1. მაკედონია 2 2 0 144-128 4
2. რუსეთი 2 2 0 130-122 4
3. სლოვენია 2 1 1 151-140 3
4. საბერძნეთი 2 1 1 139-133 3
5. საქართველო 2 0 2 133-152 2
6. ფინეთი 2 0 2 131-153 2