საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიასთან 0:1 დამარცხდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ალექსანდრ ცაუნამ საჯარიმო დარტყმით 63-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ქართველთა მეკარის გიორგი ლორიას უხეში შეცდომის შედეგად გაიტანა.
აღნიშნული მარცხის შემდეგ საქართველოს 9 ქულა დარჩა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
საქართველოს ორი შეხვედრაღა დარჩა ჩასატარებელი მალტასთან სტუმრად და სახლში საბერძნეთთან.
დღეს საქართველოს უშუალო მეტოქეებმა, F ჯგუფის პირველადგილოსანმა საბერძნეთმა ისრაელს მოუგო სტუმრად 1:0, ხოლო ხორვატიამ მალტა დაამარცხა 3:1. დღევანდელი დღის შემდეგ ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
გუნდი თ მ ფ წ გგ მგ ქ
საბერძნეთი 7 5 2 0 9:3 17
ხორვატია 7 5 1 1 13:4 16
ისრაელი: 8 5 1 3 10:8 13
საქართველო 8 2 3 3 5:6 9
ლატვია 7 2 1 4 6:9 7
მალტა 7 0 0 7 3:14 0
ცხრილიდანაც ჩანს, რომ საქართველომ დარჩენილი ორივე შეხვედრა რომ მოიგოს ხორვატიას მაინც ვერ დაეწევა. შემდეგ შეხვედრას საქართველო 6 სექტემბერს მალტასთან სტუმრად გამართავს.