ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს.
4-დღიან ფესტივალში ქართველების გარდა უცხოელი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში წუხელ ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე ჩამოვიდა.
ფესტივალს ახლადგახსნილი ოპერის თეატრი უმასპინძლებს. ის პრეზიდენტის პატრონაჟითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით ჩატარდება.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი 25 აგვისტოს გაიხსნება.