თეზი-ოკამის სარწყავი არხის სამუშაო, რომელიც ივნისში დაიწყო, უახლოეს ხანში დასრულდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კაპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სარწყავი არხი, რომელიც 1956 წელს შევიდა ექსპლუატაციაში კასპის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიული ორგანოს ოკამის, სამთავისის, ლამისყანის და აღაიანის 10 სოფელს (2700 ოჯახი, 13 000 ჰა მიწის ფართობი) ემსახურებოდა. 2010 წლის ივნისში, რუსმა ოკუპანტებმა თვითნებურად გადაკეტეს არხი და 10 სოფლის მოსახლეობა აუცილებელი რწყვის პერიოდში, წყლის გარეშე დატოვეს. საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერ მცდელობის მიუხედავდ, არხი დღემდე გადაკეტილია.
არხი სათავეს რუსი ოკუპანტების კონტროლირებადი ახალგორის რაიონის, სოფელ ახმაჯში - მდინარე ქსნიდან იღებს და თვითდინებით მოედინებოდა. არხის პარალიზებამ ადგილობრივი მოსახლეობა კრიზისულ პირობებში ჩააყენა.
პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიური გზა გამოინახა, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით სოფელ თვაურებში ეწყობა სატუმბი სადგური, რომელიც მდინარე ქსნის ნაპირზე აშენდა, დებეტის სიმძლავრისთვის 1,5 კილომეტრის სიგრძეზე, ორ მწკრივად 700 მმ დიამეტრის მილი ჩალაგდა, რომლითაც წყალი სატუმბი სადგურიდან სარწყავ არხს მიაწოდება. უახლოეს ხანში დასრულდება ტრანსფორმატორის მონტაჟი, რაც მალე მოსახლეობას წყლით სარგებლობის საშუალებას მისცემს. პროექტისთვის 1 500 000 ლარის გამოყოფილი. სამუშაოებზე, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.