დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობა აკრძალა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, გარემოვაჭრეებს დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა ხელწერილები ჩამოართვეს, რომ ქუჩაში ვაჭრობის გაგრძელების შემთხვევაში, დააჯარიმებენ.
„მათ საქმიანობის მოსდევს ანტისანიტარია, ფეხით მოსიარულეთა შეფერხება, ასევე საავარიო სიტუაციების შექმნა. უკანონო გარე ვაჭრობა, ასევე იწვევს აგრალური ბაზრის მოვაჭრეთა უკმაყოფილებას, რომლებიც ჯეროვანი წესრიგის დამყარების მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარებას მოითხოვდნენ", - განმარტეს საკრებულოში.