რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მეათე ბრიგადის წევრებს, 2008 წელს საქართველოს იძულებით მშვიდობის დამყარების ოპერაციაში მონაწილეობისთვის, ჟუკოვის ორდენი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჟუკოვის ორდენი 1994 წელს პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნდა და მას შემდეგ ის ოფიცერთა უმაღლესი შემადგენლობის წარმომადგენლებს მსხვილი საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებისთვის გადაეცემა.
"სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისადმი ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები არსებობდა. აქ საჭიროა არა მხოლოდ საბრძოლო წვრთნა, არამედ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება რთულ სიტუაციებში. ამიტომაც სპეცრაზმი შეიარაღებული ძალების ელიტაა და თქვენი ბრიგადის მაგალითი ამისი ნათელი დადასტურებაა.
"თქვენ ამზადებდით და ახორციელებდით ურთულეს ოპერაციებს სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ ოსეთში. დღეს კი თქვენ წარმატებით ითვისებთ საბრძოლო და სპეციალური მომზადების მეთოდებს, ახალ ტექნიკასა და შეიარაღებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ მომაცალშიც გააგრძელებთ ქვეყნის სამსახურში დგომას და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვას", _ განაცხადა მედვედევმა.