"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას შეხვდნენ. გიორგი თარგამაძე და პარტიის სხვა ლიდერები გურიაში იმყოფებოდნენ. ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონებში, ადგილობრივ საკრებულოებში ქდმ-ს წარმომადგენებთან ერთად, თარგამაძე სოფლების - კონჭკათისა და გვიმბალაურის მოსახლეობას მათთვის აქტუალურ პრობლემებზე ესაუბრა..
"ჩვენ ხშირად დავდივართ რეგიონებში და ისევე როგორც სხვაგან, გურიაშიც მთავარი პრობლემა უგზოობა და დასაქმებაა. სოფლების შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობა მეზობელ თურქეთშია გასული ლუკმაპურის საშოვნელად. თუ ხელისუფლება გაიზიარებს "ქრისტიან-დემოკრატების" პროგრამას სოფლის განვითარების მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების შრომა არა უცხო ქვეყნის, არამედ საქართველოს განვითარებას მოხმარდება" - განაცხადა თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" დღესვე ადგილობრივ მრევლთან ერთად ტაძრები მოილოცეს და ეკლესიებს მაცხოვრის ხატები შესწირეს.