ლარსზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ავტომობილი მოყვა, რომლის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა შეძლო. მეწყერწს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის, გივი ამირხანაშვილის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, გაწმენდითი სამუშაოები მიდმინარეობს და უახლოეს ორ საათში მოძრაობა სრულად აღდგება.
"ღამის სამ საათზე წამოვიდა კოკისპირული წვიმა. 5 საათზე ჩამოწვა პირველი მეწყერი, შემდეგ მეორე. დააზიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ამ დროისათვის აღდგენილია. . დარჩენილი ყაზბეგის მონაკვეთიო, რომელიც უახლოეს ორ საათში გაიწმინდება და მოძრაობა სრულად აღდგება, - განაცხადა ამირხანაშვილმა.