მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს შატილში სახალხო დღესასწაული "შატილობა 2011" გაიმართება. A
როგორც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, ღონისძიება შატილში 6 აგვისტოს, 12.00 საათზე დაიწყება და მეორე დღეს, 7 აგვისტოს დასრულდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები და სახალხო მთქმელები. Mმოხდება ლუდის კოდის დალოცვა, რომელიც ხევსურული ტრადიციების ერთერთ ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს (13.00), გაიმართება დოღი (14.00), ქართული ჭიდაობა (16.00) და მკლავჭიდი (16.00). შატილში ჩამოსული სტუმრების წინაშე, საბრძოლო ხელოვნებით წარსდგება ხრიდოლი (18.00).Gგარდა ამისა, გაიმართება გალა კონცერტი (19.00), რომლის მონაწილენიც, ხევსურეთისთვის დამახასიათებელი უმშვენიერესი ლექსებითა და სიმღერებით, შეეცდებიან კიდევ უფრო მეტი ელფერი შეჰმატონ შატილობა 2011 სახალხო დღესასწაულს. Dდამსწრე საზოგადოების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგება აგრეთვე "მოძრაობის თეატრი" (21.00). მოგვიანებით კი ხევსურული ლხინი ღამის კოცონთან გაგრძლედება.
6-7 აგვისტოს, შატილში წასვლის მსურველებმა თან უნდა იქონიონ კარვები და საძილე ტომრები.