20 დეკემბერს 12:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრება.
2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა კანონი ,,ადვოკატთა შესახებ" ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით კრებაზე მოხდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა ოთხწლიანი ვადით.
ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 15 წევრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის 5 წევრის არჩევა.
Kკრებაზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების და დისციპლინური წარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აღნიშნული დოკუმენტები ინიცირებული იქნება ახალი რედაქციით.
ცვლილებები კანონში ,,ადვოკატთა შესახებ " ითვალისწინებს ადვოკატთა საერთო კრების მოწვევისათვის ქვორუმის დაწევას 500 წევრის ოდენობით. ადვოკატთა ასოციაციის ორგანოების არჩევა მოხდება ფარული კენჭისყრის საფუძველზე ოთხი წლის ვადით. გაიზარდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობა. ეთიკის კომისიის საქმიანობის ეფექტურობის და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით, ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს არა ადვოკატთა რიგებიდან.
კანონში ,,ადვოკატთა შესახებ" ცვლილებები, რომელიც მომზადდა მომქმედი ადვოკატებით და სამართლის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ და ადვოკატთა საერთო კრების მოწვევის ორგანიზება მიმდინარეობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის და USAID-ის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით.